მშობიარობის დროს გარდაცვლილის ოჯახი „მედალფას” ექიმების დასჯას ითხოვს
ექიმების ბრალეულობაზე საუბრობს მშობიარობის დროს გარდაცვლილი ნონა ტატანაშვილის ოჯახი.
ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება და კასპის საავადმყოფო „მედალფას” ექიმების დასჯას ითხოვს.
ოჯახისთვის გაურკვეველია, რა უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, რომელსაც მანამდე ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდა.
ექიმების განცხადებით, ფიზიოლოგიური მშობიარობა გართულების შემდეგ საკეისროთი გაგრძელდა, რის შემდეგაც სისხლდენას მოყვა პაციენტის გულის გაჩერება.
კასპის საავადმყოფოში მომხდარს, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები დილიდან იკვლევენ.