გარდაცვლილი პაციენტი

მშობიარის დაღუპვის მორიგი შემთხვევა. ფაქტი დღეს თბილისში მოხდა. პაციენტის მდგომარეობა სამშობიარო სახლ „ნინოში“ დამძიმდა, ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანიდან მცირე ხანში კი ახალგაზრდა ქალი ძლიერი სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა.

სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს საქართველოში დედის გარდაცვალების 8 შემთხვევა დაფიქსირდა. წელს კი მხოლოდ რეგულირების სააგენტოში ამ რაოდენობის ფაქტი უკვე აღრიცხულია. თუმცა, რეალური სტატისტიკა, შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე იყოს, რადგან სააგენტო მხოლოდ კლინიკებიდან შესულ შეტყობინებებზე რეაგირებს.