99 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მსახიობი ნინიკო ჩხეიძე გარდაიცვალა. ის ოთხი ათეული წლის განმავლობაში მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მოღვაწეობდა. მას ყველა იცნობდა როგორც სახასიათო როლების ბრწყინვალე შემსრულებელს, რომელმაც სცენაზე და ქართულ კინოში არაერთი გამორჩეული სახე შექმნა.
მაყურებელს იგი განსაკუთრებულად დაამახსოვრდა სპექტაკლიდან „ეზოში ავი ძაღლია“ და გოდერძი ჩოხელის ფილმიდან „ადამიანთა სევდა“.
ნინიკო ჩხეიძე იყო ლეგენდარული ქართველი მსახიობის, უშანგი ჩხეიძის და.