მსახიობი ნინიკო ჩხეიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

მსახიობი ნინიკო ჩხეიძე დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

საქართველოს სახალხო არტისტი მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენეს, სადაც მისი სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

ნინიკო ჩხეიძის ხსოვნას პატივი კულტურის მოღვაწეებმა და საზოგადოების წევრებმა მიაგეს.

ნინიკო ჩხეიძე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობმა პოპულარობა გოდერძი ჩოხელის ფილმებსა და მარჯანიშვილის თეატრში შესრულებული სახასიათო როლებიდან მიიღო. სამსახიობო მოღვაწეობის გარდა, ნინო ჩხეიძე იყო ავტორი ვრცელი მონოგრაფიისა „უშანგი“ , რომელიც საკუთარ ძმას, ლეგენდარულ უშანგი ჩხეიძეს მიუძღვნა.