გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

საზოგადოება გურანდა გაბუნიას დაემშვიდობა.

თეატრის და კინოს ცნობილი მსახიობი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

სახალხო არტისტი მარჯანიშვილის თეატრიდან გაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

წლების განმავლობაში მსახიობმა თეატრსა და კინოში არაერთი საინტერესო და სახასიათო როლი შეასრულა და უამრავი ჯილდოც მიიღო.

გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, სამსახიობო მოღვაწეობის 60 წლისთავზე, გურანდა გაბუნიას ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ხელოვნების ქურუმი გადასცეს.