მსახიობი ლალი ბადურაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი საბურთალოს ამაღლების ეკლესიაში მიმდინარეობდა. მსახიობის ხსოვნას პატივი მიაგეს მისმა კოლეგებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. დაკრძალვაზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
მსახიობს მოღვაწეობის პერიოდში სხვადასხვა როლი აქვს შესრულებული. 1970 წელს გადაიღეს ფილმში „დიდოსტატის მარჯვენა“, რომელშიც შორენას როლი განასახიერა. იყო „ქართული ფილმის“ რედაქტორი. 2016 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ლალი ბადურაშვილი 4 თებერვალს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.