მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება

დაიწყო მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2024.

ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის სამწყობრო მოედანზე გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ჩატარდა. სწავლების საშტაბო და საველე კომპონენტებში სამი ქვეყნის – საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სწავლების სცენარის მიხედვით, ვაზიანის საწვრთნელ რაიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებისა და რეგიონის ეკონომიკური პროექტების დაცვა გათამაშდება. ის მრავალეროვნულ გარემოში უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საგანგებო სიტუაციების დროს კომუნიკაციის დახვეწას, ასევე რისკების მართვასა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად.