გაცილების ცერემონია

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, ამავე ცენტრის ნატო-ს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსის, ვიცე-პოლკოვნიკ მაიკლ ლუნდის გაცილების ცერემონია გაიმართა. ვიცე-პოლკოვნიკს უწყებრივი მედალი „ღირსეული პარტნიორი” გადაეცა. მაიკლ ლუნდი, ნატო-ს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსის მოვალეობას 2016 წლიდან ასრულებდა. ის ცენტრის ჩამოყალიბებასა და განვითარების ყველა ეტაპში მონაწილეობდა, ასევე აქტიურად იყო ჩართული „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვასა და აღსრულებაში.