ბრიტანული ხომალდი შავ ზღვაში

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბრიტანულ ხომალდზე უმასპინძლეს. ხომალდის ოფიციალურ ტურში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მონაწილეობდნენ. მეთაურმა ვინს ოუენმა ქართული დელეგაციის წევრებს ხომალდი დაათვალიერებინა და მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და საზღვაო ოპერაციების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე ტიპის გამანადგურებელი, საქართველოში 26 ივნისს შემოვიდა. ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფების წარმომადგენლები, გამოცდილების გაზიარების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ. გაიმართება ასევე ერთობლივი წვრთნები.

მოამბე

 

დატოვე კომენტარი