15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
ჩოლოიანის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დაკითხვისას ზეწოლასა და ფსიქოლოგიურ ძალადობას მისი მხრიდან კატეგორიულად უარყოფს.