პირველ დეკემბერს მომხდარ გახმაურებულ მკვლელობას ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იხსენებს.
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მ.კ.-ს მოუსმინა – მოზარდს, რომლის შესაძლო ბრალეულობაზე მოკლული დავით სარალიძის მამა უკვე თვეებია საუბრობს.
გამოკითხვა ფსიქოლოგების თანდასწრებით მიმდინარეობდა. საუბრის დეტალებს დეპუტატები არ ახმაურებენ, თუმცა კომისიის ოპოზიციონერი წევრები მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ.
თავის დროზე საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს გამოძიებისა და სასამართლოსთვის სხვადასხვა ჩვენება აქვს მიცემული.
რა ინფორმაცია მიაწოდა ამჯერად კომისიას მ.კ.-მ, გიორგი კობერიძეს ვრთავთ სპეციალური ცენტრიდან, სადაც გამოკითხვა მიმდინარეობდა.