მოყოლილი საქართველოს ისტორია - თამარ მეფის ფრესკა ბერთუბნიდან
  • ​ბერთუბნის ღმრთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დავითგარეჯის უდაბნოს მრავალმთის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, ლავრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, იმითაცაა გამორჩეული, რომ მისმა კლდეში ნაკვეთმა მთავარმა ეკლესიამ თამარის, (ასომთავრული თანმდევი წარწერით „თამარ მეფეთ მეფე“) და მისი ძის ლაშას (თანმდევი წარწერით, „გიორგი მეფეთ მეფე ძე თამარისი“) გამოსახულებები შემოგვინახა. ისინი ჩართული იყვნენ საქტიტორო კომპოზიციაში, სადაც თამარი და ლაშა გიორგი ჩვილედი ღმრთისმშობლის ხატის წინაშე ვედრებად დგანან.
  • თამარ მეფის ჩვენამდე მოღწეული ხუთი დადასტურებული გამოსახულებიდან, ბერთუბნისა ყველაზე გვიანია, რადგან ის ლაშა-გიორგის დაკვეთით თამარის გარდაცვალების შემდეგაა შესრულებული მე-13 საუკუნის 10-იან წლებში.

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია