შვიდი თვის წინ პროტესტის და აზრთა სხვადასხვაობის ფონზე მიღებულმა კანონმა ყველაზე მეტად არამწეველი საზოგადოების კმაყოფილება გამოიწვია. თუმცა, დღეს დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი რეგულაციის კანონით დათქმულ ვადაში ამოქმედება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. საუბარია იმ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თამბაქოს მოწევა რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რესტორნებსა და სხვა დახურულ სივრცეებში უნდა აიკრძალოს.
ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის ერთ-ერთი ნორმის ძალაში შესვლა ხუთი წლით გადავადდა.