ცვლილებები კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით დამტკიცების შემდეგ, დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტმა დოკუმენტი მესამე მოსმენით უკვე განიხილა და მხარი დაუჭირა. მეორე მოსმენისას სადაო კანონპროექტზე მსჯელობა ხმაურის ფონზე წარიმართა. ერთმანეთს დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძე დაუპირისპირდნენ. ოპოზიცია ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებს აკრიტიკებს, რასაც მმართველ გუნდში და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში არ იზიარებენ. მათი თქმით, ბიზნესის შენიშვნების გათვალისწინება მოხდა და კომპრომისული დოკუმენტი შემუშავდა.