პანდემიის პარალელურად, გამოწვევებით იყო სავსე გასული წელი მსოფლიოსათვის.
ისტორიაში უმძიმეს მოვლენად შევიდა 2021 წლის 6 იანვარი, როდესაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, რასაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რთული სიტუაცია იყო ცენტრალურ აზიაში, – 20 წლის შემდეგ ავღანეთის მმართველობაში „თალიბანი“ დაბრუნდა. შეშინებული მოსახლეობა ქვეყანას მასობრივად ტოვებდა. არეულობით ისარგებლეს ტერორისტებმა და „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ორგანიზებულ თავდასხმას ასზე მეტი ადამიანი შეეწირა.
ისევ დღის წესრიგშია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და კრემლის აგრესიული ქმედებები.
რა მოვლენებით შევიდა 2021 წელი მსოფლიო ისტორიაში, – გასული წელი ლევან ახალაიამ შეაჯამა.