მოთხილამურე ინფლუენსერები საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ ფილმს ამზადებენ. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კანადიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან და ავსტრიიდან ხუთ მოთხილამურე ინფლუენსერს უმასპინძლა. მათ გუდაურში, ბახმაროსა და სვანეთში იმოგზაურეს, გაეცნენ ზამთრის კურორტებს, ისრიალეს სამთო ტრასებზე და მიღებული შთაბეჭდილებების ამსახველი მასალა სოციალურ ქსელებში განათავსეს. ინფლუენსერები საქართველოს შესახებ ფილმს იღებენ, რომლის ჩვენებაც საფრანგეთის ყოველწლიურ ფესტივალ Highfive-ზე გაიმართება.