მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა

საგანგაშო აღმოჩნდა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის კვლევის შედეგები საქართველოსთვის.

„პიზას“ მიერ სამი წლის შემდეგ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 15 წლის მოზარდებს შორის წიგნიერებასა და საბუნისმეტყველო საგნებში გაუარესებული მაჩვენებლებია. ეს ნიშნავს, რომ წაკითხულის შინაარსის გადმოცემის უნარები და საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნის დონე დაბალია. კარგი შედეგები არც მათემატიკაშია. კვლევაში მონაწილე 79 ქვეყანას შორის საქართველო ბოლო ათეულშია.

გენო ოსიყმაშვილი არკვევდა, რატომ აჩვენა ქართული განათლების სისტემამ ავტორიტეტულ საერთაშორისო კვლევის სამივე კომპონენტში წინსვლის ნაცვლად უკუსვლა.