მოსკოვის დამპყრობლური პოლიტიკა და აშშ-ის მორიგი მხარდაჭერა საქართველოს
ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი მხარდაჭერა საქართველოს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის დუმის გადაწყვეტილებას, რომელმაც ოკუპირებულ ცხინვალთან სამხედრო გაერთიანებას მხარი დაუჭირა.
შტატებში თვლიან, რომ ამით კრემლის პოლიტიკამ კიდევ ერთი პროვოკაციული და არასწორი ნაბიჯი გადადგა. როგორ ეხმაურებიან საქართველოში, აბაშიძე-კარასინის მორიგ შეხვედრამდე, მოსკოვის დამპყრობლურ პოლიტიკას და შტატების მხარდაჭერას – მარიამ მენაბდის სიუჟეტი.