აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას პოლიტიკური სპექტრი აფასებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას თბილისში შეფასებები მოჰყვა. საექსპერტო წრეებში მიიჩნევენ, რომ შტატების გამოხმაურება ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებით, საკუთარი  პოზიციის შენარჩუნებას და ამით მის გამყარებას ემსახურება.

ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა  შტატებისთვის საყურადღებოა და ის კვლავ რჩება რუსეთსა და აშშ-ს შორის აზრთა სხვადასხვაობის საგანი. ასევე, მსგავს განცხადებებს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვთ თემის აქტუალიზაციისთვის, განსაკუთრებით რუსულ მხარესთან დაგეგმილი მოლაპარაკების კონტექსტშიც.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა 31 იანვარს არის დაგეგმილი.