აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება - რუსეთმა საქართველოს სუვერენიტეტი დაარღვია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთმა საქართველოს სუვერენიტეტი დაარღვია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურ ვებ გვერდზე გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებთან გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებებსა და მათ რატიფიცირებას. „ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. შეთანხმებას, რომელსაც რეალურად ძალა არ აქვს და საერთაშორისო შეთანხმებას არ წარმოადგენს.

ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში უცვლელია: აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სახელმწიფო საზღვრებს.“ – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.