აშშ-მ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა
აშშ-მ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა

აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები გააფართოვა.

ე.წ. შავ სიას რუსეთისა და უკრაინის 21 მოქალაქე შეემატა. მათ შორის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ანდრეი ჩერეზოვი და დეპარტამენტის დირექტორი ევგენი გრაბჩაკი.

გაზრდილ სასანქციო სიაში ასევე 9 კომპანია ფიგურირებს, მათ შორის, „სურგუტნეფტეგაზი“ და „ტექნოპრომექსპორტი“.