მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.
ამ ეტაპზე ვაკანტურია 43 ადგილი.
კონკურსი ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვინც აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მათ შორის, მოქმედ მოსამართლეებს, ყოფილ მოსამართლეებს, პირებს რომლებსაც დამთავრებული აქვთ იუსტიციის სკოლის სრული სასწავლო კურსი.
განაცხადების მიღება 6 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით იწარმოებს.