პროცესში, რომელიც მწვავე პოლიტიკური უთანხმოების მიზეზი გახდა, ვენეციის კომისიაც ერთვება.
ევროპული კომისიის ექსპერტები იმ კანონ-პროექტის გაცნობას იწყებენ, რომელშიც მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები და პროცედურები გაწერა. რეკომენდაციების გაცემამდე კომისიის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი უკვე ცნობილია: მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიაა.
ვენეციის კომისიის შეფასებამდე ირაკლი კობახიძის და ექვსი დეპუტატის მიერ მომზადებულ პროექტს მწვავედ აკრიტიკებს ეკა ბესელია, რომელსაც თანამოაზრეებთან ერთად ალტერნატიული დოკუმენტი აქვს მზად. არსებობს კიდევ ერთი, „ევროპული საქართველოს“ მიერ შემუშავებული პროექტი.
სამივე პროექტში მოსამართლეების შერჩევის პროცედურაც და კრიტერიუმებიც ერთმანეთისგან მკვეთრად გასხვავებულია.