სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები და ე.წ. ვეტინგის სისტემა – იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა რიგით 32-ე კონფერენცია მიმდინარეობს. მოსამართლეთა კორპუსის უმრავლესობა უცხოელი ექსპერტების მხრიდან ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების წინააღმდეგია. კონფერენციის მონაწილეები ჯამში, დღის წესრიგით გათვალისწინებულ შვიდ საკითხზე მსჯელობენ, რომელთაგან ერთ-ერთი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრის არჩევას გულისხმობს. დღესვე აირჩევენ საბჭოს უმაღლეს მდივანსაც, ნიკოლოზ მარსაგიშვილს თანამდებობაზე ყოფნის ოთხწლიანი ვადა ეწურება.
რა განცხადებები კეთდება მოსამართლეების მხრიდან – სალომე ქოქიაშვილი თემის დეტალებით.