გიორგი მიქაუტაძე შეიძლება უვადო მოსამართლედ განწესდეს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა.
დღეს სულ სამ კანდიდატს მოუსმინეს, მათ შორის იყო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე. მასთან გასაუბრების დროს მთავარი კითხვები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას და ამ სიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა.
საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან გასაუბრება ღია იყო და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. იმ შემთხვევაში თუ მიქაუტაძე წარმატებით გაივლის კენჭისყრას, ის უვადო მოსამართლე გახდება. განაცხადი მას თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე აქვს შეტანილი.