პროტესტის ფონზე გრძელდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა.
პროცესი ოპოზიციის დიდი ნაწილის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ამჯერად ქეთევან მესხიშვილს და რევაზ ნადარაიას მოუსმინეს. სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უვადოდ გასამწესებელ კანდიდატებს მწვავე კითხვებზეც მოუხდათ პასუხების გაცემა, მათ შორის სასამართლოში არსებულ ე.წ. კლანზე და წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევის არგუმენტით, ხელისუფლების ოპონენტები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული კანდიდატების მოსმენას ფარსად მიიჩნევენ. ოპოზიციის აზრით, „ქართულ ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმების მესამე პუნქტით გათვალისწინებულ სასამართლო რეფორმას შეგნებულად აჭიანურებს.