ევროკომისიის დადებითი დასკვნა - პოლიტიკური შეფასებები

ევროკომისიის ანგარიში ბუნებრივია შეფასებების მთავარი თემაა პოლიტიკურ წრეებში.

ბრიუსელიდან დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ, ოპოზიცია აცხადებს, რომ დასკვნაში დადებითად ტექნიკური საკითხებია შეფასებული და დემოკრატიის კუთხით საქართველო რეგიონში პირველი აღარ არის. ხელისუფლების ოპონენტები უკვე დღეს მთავარ აქცენტს 12 რეკომენდაციიდან ძირითადი პუნქტების შეუსრულებლობაზე აკეთებენ და პროცესის შეფერხებაში მმართველ გუნდს ადანაშაულებენ. განსხვავებულია „ქართული ოცნების“ პოზიცია. სახელისუფლებო პარტიის განცხადებით, მიღებული შეფასებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გასული წლის ზაფხულში საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიეღო, რადგან ის ტრიოს ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ლიდერია. „ქართული ოცნება“ ევროკომისიისგან მიღებული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში ოპოზიციის მონაწილეობის მნიშვნელობაზეც საუბრობს და ოპონენტებს დეპოლარიზაციის და სხვა პუნქტების შესრულებისთვის სამუშაო პროცესში ჩართვას სთავაზობს.

მოახერხებენ თუ არა პოლიტიკური აქტორები ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას და რეკომენდაციებზე ერთობლივ მუშაობას, – თამარ წიკლაური დეტალებით.