იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ ანა დოლიძის ორივე ინიციატივა ჩააგდო.
არამოსამართლე წევრის წინადადებას, რომელიც სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევის წესის ცვლილებას ეხებოდა, მხოლოდ ნაზი ჯანეზაშვილმა დაუჭირა მხარი. მეორე წინადადება მოსამართლეების უვადოდ არჩევისას კომპეტენციის ნაწილში ამ მოსამართლის მიერ განხილულ საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებას ეხებოდა. ამას საბჭოს 6 წევრი დაეთანხმა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა. ინიციატივები დოლიძესა და საბჭოს მოსამართლე წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა. საბჭოს თავმჯდომარეს კოლეგების დამშვიდება რამდენჯერმე მოუწია.
გიორგი კობერიძე გაგვაცნობს დეტალებს.