საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების შემდეგ ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის, თუმცა მცხეთის მცხოვრებლების ნაწილი სამედიცინო ნიღაბს ქუჩაში გამოსვლისას მაიც ატარებს. ამის მიზეზად მოქალაქეები არმაზის ქუჩაზე გაჭიანურებულ სარეაბილიტაციო სამუშაოს ასახელებენ. ადგილობრივების განცხადებით, რეაბილიტაციის გამო გზაზე ასფალტის საფარი თითქმის ექვსი თვის წინ აყარეს, მას შემდეგ კი ახალი საფარის დაგება ვერ მოხერხდა და მათ გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. პრობლემას იცნობენ როგორც გზების დეპარტამენტში, ისე სამუშაოების შემსრულებელ კომპანიაში.