თურქეთში, ორდუს პროვინციაში დასაქმებული 17 ქართველი საქართველოში დაბრუნდა.
ისინი თურქეთში სამუშაოდ ერთი თვის წინ წავიდნენ, კერძოდ თხილს კრეფდნენ. როგორც ამბობენ, დამსაქმებელმა მათ თანხის ნაწილი არ გადაუხადა.
სამტრედიის სოფელ დაბლაგომიდან საქართველოს 28 მოქალაქე სამუშაოდ პირველ აგვისტოს ჩავიდა. ისინი ფერმერებთან თხილის ბაღებში მუშაობდნენ, დღეში 70 ლირად. თავდაპირველი გარიგებით, დამსაქმებელს თავად უნდა დაეფარა დასაქმებულთა საცხოვრებლისა და კვების ხარჯები, თუმცა თანხა არ გადაუხადეს.