მოსახლეობის აზრი საგარეო პოლიტიკაზე. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა გამოკითხვის შედეგები წარადგინა. დოკუმენტის თანახმად, ნატო-ში, ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანებას წინა წლებთან შედარებით უფრო ნაკლები ადამიანი უჭერს მხარს. თუმცა, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 33% მიიჩნევს, რომ ნატო-ში გაწევრიანებით საქართველო საგარეო საფრთხისაგან მეტად იქნება დაცული.
კავკასიის ბარომეტრი კვლევებს 2008 წლიდან ყოველწლიურად და 2013 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს. ამჯერად 2 379 ადამიანი გამოკითხა.