მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. მოლაპარაკებებზე ყველა იმ შემთხვევას განიხილავენ, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაფიქსირდა. ამასთან, ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნას და იმ ჰუმანიტარულ კრიზისზე ილაპარაკებს, რაც გზის ხელოვნურად ჩაკეტვას მოჰყვა. განხილვის მთავარი თემები კი, საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი და უკანონო ბორდერიზაციის პროცესებია.