საქართველოს საზღვრის სიახლოვეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 7 საათსა და 29 წუთზე აზერბაიჯანში საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 24 კილომეტრში, 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
საქართველოს საზღვართან ახლოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა იყო გუშინაც. მიწისძვრის სიმძლავრემ, რომელიც თბილისის დროით 11 საათსა 35 წუთზე დაფიქსირდა, 5.2 მაგნიტუდა შეადგინა.