რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა. რუსთავის პარკში მოწყობილ სივრცეში, დღეიდან რვა ქართველი და ხუთი უცხოელი სკულპტორი იმუშავებს. არტისტები საქართველოში ბულგარეთიდან, სერბეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ჩამოვიდნენ.
მოწვეული ხელოვანების სტატუსით, პროექტში ცნობილი რუსთაველი მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია და მსოფლიო სიმპოზიუმების გაერთიანების ხელმძღვანელი ლიუ იანგიც ჩაერთვებიან. სიმპოზიუმი 20 ივნისამდე გაგრძელდება.