რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი საზეიმოდ დაიხურა. სკულპტორებმა, რომლებიც ქანდაკებებს 20 დღის განმავლობაში რუსთავის პარკში მოწყობილ სიმპოზიუმის სივრცეში ქმნიდნენ, უკვე დასრულებული ნამუშევრები ღონისძიების სტუმრებს წარუდგინეს. დახურვის ცერემონიაზე რუსთავის მერმა ხუთ უცხოელ და ცხრა ქართველ ხელოვანს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, სიმპოზიუმის სივრცეში მაია ბარათაშვილის ჯაზის საღამო გაიმართა.
ქანდაკებები, რომლების სიმპოზიუმის ფარგლებში შეიქმნა, რუსთავის ქუჩებში განთავსდება.