თანამედროვე ქანდაკების ფორუმი 

„ქანდაკება „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს – თანამედროვე ქანდაკების ფორუმი“, – ამ სახელწოდების პროექტს კულტურის ცენტრი „მუზა“ მასპინძლობს.

ღონისძიება თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება და მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნას ეძღვნება. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს გამოფენაც რომლის თემაა – პანდემიის დროს შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც წინასწარ გამოცხადებული კონკურსის გზით შეირჩა. გამოფენაში მონაწილეობას იღებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე 50 მოქანდაკე. ღონისძიების დასკვნით ნაწილში გამოვლინდება ათ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული 22 მონაწილე. კულტურის სამინისტროს და თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანი თანამედროვე ქართული ქანდაკების ხელშეწყობა და პანდემიის პირობებში, დარგში მოღვაწე ხელოვანების დახმარებაა.