ონის კულტურის სახლის ეზოში, სერგი მეტრეველისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი გაიხსნა. სერგო მეტრეველმა, მეორე მსოფლიო ომის დროს რამდენიმე ებრაელი შეიფარა და გადაარჩინა. ღონისძიება ებრაული კულტურის ევროპული დღეების ფარგლებში ჩატარდა და მისი მხარდამჭერი, ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვის ასოციაციაა. მონუმენტის გახსნის შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებმა ონის სინაგოგაში გადაინაცვლეს, რომელსაც წელს 125 წელი შეუსრულდა. ის საქართველოში სიდიდით მესამეა სინაგოგაა და ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლადაა აღიარებული.