მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეული

საკრებულოში, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, მარეგულირებელი უწყებები, სექტორულად მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, მიღებულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებს, ასევე, აღსრულების მექანიზმებს, მომხმარებელთა ეფექტიან კამპანიებსა და საერთაშორისო გამოცდილებებს განიხილავენ. ინიციატორი კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები არიან.