კერძო ბანკებით უკმაყოფილო მომხმარებლების რიცხვი იზრდება.
2019 წელთან შედარებით საჩივრების მაჩვენებელი 9 000-ითაა გაზრდილი. მომსახურებით, თანამშრომლებით თუ ხელშეკრულებების პირობებით უკმაყოფილო მოქალაქეები რეაგირებისთვის ეროვნულ ბანკს მიმართავენ, თუმცა თავად კომერციული ბანკები საჩივრების მზარდ სტატისტიკას საკუთარი არგუმენტებით ხსნიან და სერვისების ხარისხის გაუარესებას კატეგორიულად გამორიცხავენ.
შალვა სუმბაძე არკვევდა, რა პრეტენზიები აქვთ მომხმარებლებს ყველაზე ხშირად.