საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე
უსაფრთხოება, ენერგეტიკა და დაკავშირებადობა – ეს არის ის მთავარი თემები, რომელზეც პოლიტიკური დისკუსიები იმართება. სამიტს ევროკომისიის, ევროპული საბჭოს და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ასევე 47 ქვეყნის მეთაურები ესწრებიან. კიშინიოვშია და სამიტში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატში თემატურ დისკუსიებში ჩაერთვება. მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. დახვედრის ცერემონიაზე მისულმა პრემიერმა ჟურნალისტებთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც სამიტსა და შეხვედრაზე ყურადღებას გაამახვილებს.