ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობა განიხილეს ასტანაში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. შესაბამის ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, განხორციელდა არსებითი მიმოხილვა რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის საკითხებზე სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მეშვეობით და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის შესახებ კომისიის მუშაობა რუსეთის საკონსულტაციო დახმარებით, ხოლო განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობას.