„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, „პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით, მშვიდობიანი აქცია  გაიმართა. მონაწილეებმა თბილისიდან გარეჯისკენ  მსვლელობა მოაწყვეს, რომელსაც სასულიერო პირებიც შეუერთდნენ.

„პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებით, მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, აქციები გაგრძელდება. საკითხი, ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მე-12 სხდომაზე,  ერთი კვირის წინ გადაწყდა.