6-პუნქტიანი შეთანხმება გამოქვეყნებულია

სომხეთის რესპუბლიკის განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა, ედმონ მარუკიანმა, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების დაწყებასთან დაკავშირებით, ექვსი პუნქტისგან შემდგარი შეთავაზება გააჟღერა. ამის შესახებ სომხური მედია იტყობინება.

პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ ოფიციალურმა ერევანმა აზერბაიჯანიდან ხელშეკრულების თაობაზე წინადადება მიიღო, რომელსაც ისინი პასუხობენ; მეორე პუნქტის მიხედვით, სომხეთის რესპუბლიკას არასდროს ჰქონია და არ აქვს ტერიტორიული პრეტენზია აზერბაიჯანის მიმართ; ასევე, სომხური მხარისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ასევე მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის განსაზღვრის საკითხებს; სომხური მხარე მნიშვნელოვნად მიიჩნევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 9 ნოემბრის, 11 იანვრისა და 26 ნოემბრის განცხადებებში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ესენია – სამხედრო ტყვეების დაბრუნება და გზების განბლოკვა; გარდა ამისა, სომხური მხარე მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმებაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ გაერო-ს წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამოქალაქო-პოლიტიკური პაქტის საფუძველზე.

შესაბამისი მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის სომხურმა მხარემ ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეებს მიმართა. მანამდე, თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე 5-პუნქტიანი წინადადება გამოაქვეყნა.

დატოვე კომენტარი