საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხზე, უმრავლესობასთან დიალოგისთვის მზადაა გია ჟორჟოლიანი. „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვეს მმართველ გუნდთან დიალოგზე, პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატების მეშვეობით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შესაძლებლობა არსებობს.
ჟორჟოლიანის თქმით, მისი ფრაქციის წინადადება 135/15 საარჩევნო მოდელს ითვალისწინებს.