შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია საია-ში

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. საია-ს თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, 31 ოქტომბრის არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველზე ცუდად ორგანიზებული არჩევნები იყო, რაც ჩატარებული არჩევნების მიმართ ნდობაზე უარყოფითად აისახა. ანგარიშში დაფიქსირებულ ხარვეზებს შორის, აქცენტი არასაკმარისად სამართლიან საარჩევნო სისტემაზე, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესისა და დავების განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებებზე, კენჭისყრის დღეს უბანზე არსებული პროცედურულ ხარვეზებზე, შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული უზუსტობებზე, ასევე, პოლიტიზებულ და ძალადობრივ გარემოზე კეთდება.

მოამბე