„ჭიათურაში შეთანხმება მიღწეულია. გაფიცული მაღაროელებიდან, „ჯი ემ ტექნიკა“ სერვისის თანამშრომლები სამუშაო პროცესს ორშაბათიდან დაუბრუნდებიან“, – ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ მაღაროს თანამშრომლებიც. აქვე შეგახსენებთ, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ 2021 წლის პირველი მაისიდან, დასაქმებულებთან ახალი ხელშეკრულებით განაგრძობს მუშაობას, რაც ანაზღაურების 250 ლარით მატებას და ყოველწლიურ სადღესასწაულო პრემიასაც ითვალისწინებს.
მოამბე