მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გუშაგი“

ვანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში გადაღებულ ქართულ მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმს მალე „ბერლინალეზე“ აჩვენებენ.

„გუშაგი“ -ეს არის ფილმი ორი ძმის ისტორიაზე, რომელიც რეჟისორმა სანდრო სულაძემ გადაიღო. საინტერესო სცენართან ერთად ცალკე აღსანიშნავია ოპერატორული ნამუშევარი, რადგან გადაღებები საკმაოდ რთულ პირობებში მიმდინარეობდა.

სცენარის მიხედვით მამის სახლიდან წასვლის შემდეგ შინ დარჩენილ ძმებს ამოუხსნელ მოვლენებთან ბრძოლა და საკუთარი სახლის დაცვა უწევთ.

მსოფლიო პრემიერის შემდეგ „გუშაგებს“ პირველად საქართველოს პირველი არხის მაყურებელი ნახავს.