როგორ ემზადებიან დამსვენებლების მისაღებად ქვეყნის მასშტაბით – #მოამბერეგიონები დღეს ტურიზმს ეთმობა. მოგზაურობას მაღალმთიანი სვანეთიდან ვიწყებთ – გაგაცნობთ ლატალის თემს. აქ სტუმრებს, უნიკალურ ბუნებასთან ერთად, ისტორიული ძეგლების დათვალიერება და ადგილობრივი პროდუქციით მომზადებული კერძების დაგემოვნება შეუძლიათ, რომელსაც საოჯახო ტიპის სასტუმროები სთავაზობენ. ლატალში ჩასული დამსვენებლები ადგილობრივ ფოლკლორსაც გაეცნობიან.
ანა ნოდია, ზაზა შუკვანი დეტალებით.