„დაიცავი საქართველო“, შესაძლოა, პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად გამოჩნდეს

მოძრაობა „დაიცავი საქართველო“, შესაძლოა, პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად გამოჩნდეს. „ქართული ოცნების“ შეცვლა და ბრძოლა იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში აღარ დაბრუნდეს – ეს მთავარი გზავნილების ნაწილია, რაც ფილარმონიაში დღეს შეკრებილებმა გააჟღერეს. მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით მაღრაძემ სამოქმედო გეგმის შესახებაც ისაუბრა.

შეხვედრაზე „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები, ასევე სხვა პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის დავით უსუფაშვილიც იმყოფებოდა. „დაიცავი საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადებით, მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას უახლოეს მომავალში აცნობებენ.