თურქეთ-სირიის საზღვარზე დღის განმავლობაში სროლის ხმა მაინც ისმოდა, თუმცა უცნობია, საიდან და ვისი მიმართულებით გაიხსნა ცეცხლი.
საზღვრისპირა ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმების ვადის დასრულებას ელოდება. ხუთი დღის განმავლობაში დაპირისპირებული მხარეები შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.
სირიის ქალაქ რას ელაინთან იმყოფება ჩვენი გადამღები ჯგუფი – ლიკა ალელიშვილი, ოპერატორი გიორგი კიკვაძე და ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე.
რა ვითარებაა ამ დროისთვის სირიის მისადგომებთან, დეტალებით ლიკა ალელიშვილია „მოამბის“ ეთერში